კორპორაციისგან გაზს შპს "მანი" შეიძენს

13 მარტი, 2014
სს ”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან” კრწანისის #39 ჭაბურღილიდან 1 წლის განმავლობაში მოპოვებულ ხელმისაწვდომ, მომყოლ გაზს შპს „მანი“ შეიძენს.

აუქციონში გამარჯვებული კომპანია ათას კუბ. მ. გაზში 275 აშშ დოლარს (დღგ-ს გარეშე) გადაიხდის. კორპორაციის მიერ წარმოდგენილი გაზის საწყისი ფასი (დღგ-ს გარეშე) 270 აშშ დოლარს შეადგენდა.

გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება. კორპორაციამ გაზის გაყიდვაზე აუქციონი 5 მარტს გამოაცხადა.