კორპორაციისაგან გაზს სს “სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი“ შეიძენს

07 სექტემბერი, 2016
სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისაგან“ ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ 2 მილიონ კუბურ მეტრ გაზს სს “სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი“ შეიძენს.

აუქციონში გამარჯვებული კომპანია ათას კუბურ მეტრ გაზში 260 აშშ დოლარს (დღგ-ს გარეშე) გადაიხდის.

გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ გაზზე აუქციონი 2016 წლის 31 აგვისტოს გამოაცხადა.

სხვა სიახლეები