კორპორაციის თანამშრომლებმა სპორტულ-სოციალურ პროექტში - „Wings for Life World Run” მიიღეს მონაწილეობა

05 მაისი, 2014
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებმა 4 მაისს მონაწილეობა მიიღეს სპორტულ-სოციალურ პროექტში - „მსოფლიო რბენა“ (Wings for Life World Run). მარათონი უნიკალური იყო, რადგან მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა ქველმოქმედებისთვის იყო გაერთიანებული.

მარათონში WINGS FOR LIFE WORLD RUN-ის კახეთის რბენაში კორპორაციიდან 56 ადამიანი დარეგისტრირდა, რბენაში მონაწილეობა 46-მა ადამიანმა მიიღო.

გარბენში მონაწილეთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენეს: საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცის კონტროლის დეპარატმენტის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ (11,49) ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარატმენტის უფროსმა ომარ ოგბაიძემ (10,09) და შესყიდვების სამსახურის თანამშრომელმა ნათია ბლუაშვილმა (8,13).

აღსანიშნავია ის, რომ გარბენში მონაწილე ყველაზე ასაკოვანმა თანამშრომელმა, სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ გოჩიტაშვილმა 6,4 კმ-იანი მანძილი დაფარა და თავის ასაკობრივ ჯგუფში საუკეთესო მონაცემი აჩვენა.

სხვა სიახლეები