კორპორაციის თანამშრომლებმა მარათონში - "ჩემი ქალაქი დარბის" მიიღეს მონაწილეობა

29 აპრილი, 2013
საქართველოს ნავთობისა დ გაზის კორპორაციის თანამშრომლებმა 27 აპრილს მონაწილეობა მიიღეს მარათონში - “CITY MARATHON” "ჩემი ქალაქი დარბის".

გარბენმა სტარტი ჭავჭავაძის გამზირზე აიღო და მშვიდობის ხიდთან დასრულდა. კორპორაციის თანამშრომლები ნათია ბლუაშვილი და სოფიო ლიჩელი გამარჯვებულთა ოცეულში შევიდნენ და სერთიფიკატები მიიღეს.

დაჯილდოვების შემდეგ რიყის პარკში საზეიმო კონცერტი გაიმართა.

მოძრაობა “CITY MARATHON” "ჩემი ქალაქი დარბის" 2013 წელს საქართველოში პირველად დაფუძნდა და მისი მიზანია თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სამოყვარულო მასობრივი მარათონების ორგანიზება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

სხვა სიახლეები