კორპორაციის თანამშრომლებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა

29 აპრილი, 2015
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ თანამშრომლები შეუერთდნენ ქალაქის მერიის მიერ წამოწყებულ გამწვანების აქციას და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტპორიაზე 200 ძირი იფანის ნერგი დარგეს.

კორპორაციის თანამშრომლები გამწვანების აქციაში უკვე მესამე წელია მონაწილეობენ. 2014 წელს მარნეულში სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე კორპორაციის თანამშრომლების მიერ 100 ძირი ელდარის ფიჭვის ნერგი, 2013 წელს კი - 140 შავი ფიჭვის ნერგი ხუდადოვის ტყე-პარკში დაირგა.