კორპორაციის სტაჟიორებმა დღეს ნავთობის პირველადი დამუშავების საწარმო დაათვალიერეს

30 ნოემბერი, 2012

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხუთმა სტაჟიორმა დღეს ნავთობის პირველადი დამუშავების საწარმო დაათვალიერა.

კორპორაციის ნავთობის დამუშავების სამსახურის უფროსმა ნიკა ვარაზანაშვილმა და მთავარმა ინჟინერმა ჯონდო ხოხაშვილმა ახალგაზრდებს საწარმოს მუშაობის სპეციფიკა და ნავთობის დამუშავების მეთოდები გააცნეს. 

2012 წლის სტაჟირების პროგრამა დღეს დასრულდა. სტუდენტები  სამი თვის განმავლობაში კორპორაციის ყველა დეპარტამენტის საქმიანობას გაეცნენ და უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას კონკრეტული პროექტების განხორციელებაში. ხუთი სტაჟიორიდან სამი კორპორაციაში მუშაობას გააგრძელებს. 

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტაჟირების პროგრამა, რომელიც  ტექნიკური, ფინანსური და კომერციული მიმართულებით სტაჟიორების შერჩევას ითვალსწინებს, უკვე მეორე წელია წარმატებით ხორციელდება. 

ტექნიკური მიმართულებით სტაჟიორების შერჩევა სპეციალური ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე ხდება. ახალგაზრდები სტაჟირებას საველე, საკვლევ-საძიებო სამუშაოებსა და საპროექტო-საკონსტრუქტორო საქმიანობაში გადიან. პრაქტიკული უნარ-ჩვევების ტესტირების შემდეგ, სტაჟიორთა ნაწილს კორპორაციაში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევა.

სხვა სიახლეები