კორპორაციაში გარემოს დაცვის და შრომის უსაფრთხოების საკითხზე ტრენინგი გაიმართა

22 მარტი, 2017
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 45 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის დაწყებამდე, ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებმა ტრენინგი გაიარეს.

ტრენინგზე, კორპორაციის გარემოს დაცვის და შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, არჩილ ჭუმბურიძემ “კომფორტმშენ XXI”-ს წარმომადგენლებთან ის რისკები შეაფასა, რაც გაზსადენის მშენებლობისას გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების კუთხით შესაძლოა წარმოიშვას.

გარდა კონტრაქტორი კომპანიისა, ტრენინგზე კორპორაციის მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის წარმომდგენლებიც ესწრებოდნენ. ისინი მშენებლობის პროცესში ზედამხედველობას გაუწევენ ყველა იმ ვადლებულების შესრულებას, რასაც შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი კანონმდებლობა მოითხოვს.