კორპორაციაში გარემოს დაცვის და შრომის უსაფრთხოების საკითხზე ტრენინგი გაიმართა

07 მაისი, 2019
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, “ადიგენი-გოდერძის“ გაზსადენის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტის განხორცილებამდე, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარდათ.

შეხვედრაზე კორპორაციის გარემოსდაცვითი შეფასებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, გვანცა ჯანიკაშვილმა, წარმომადგენლებთან ერთად ის რისკები შეაფასა, რაც შპს “ჯი-პი-სი“-ს გაზსადენის მშენებლობისას გარემოსდაცვითი კუთხით შესაძლოა წარმოეშვას.

შრომის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკა ხარაიშვილმა,საკანონმდებლო-სამართლებრივ აქტებზე, საფრთხეების იდენტიფიცირებასა და რისკების შეფასებაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე კონტრაქტორები ასევე გაეცნენ რისკებს, რომელიც სამშენებლო მოედნის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისას უნდა განხორციელდეს.

გარდა კონტრაქტორი კომპანიისა, ტრენინგზე კორპორაციის მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის წარმომდგენლებიც ესწრებოდნენ. ისინი მშენებლობის პროცესში ზედამხედველობას გაუწევენ ყველა იმ ვადლებულების შესრულებას, რასაც შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი კანონმდებლობა მოითხოვს.

სხვა სიახლეები