კორპორაციამ წლის წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

08 სექტემბერი, 2016
8 სექტემბერს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა, ნავთობის და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით კორპორაციის წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა.

70-მდე თანამშრომელს სიგელები სხვადასხვა პროექტებში აქტიური მონაწილეობისათვის, საქმისადმი ერთგულებისათვის და კორპორაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

2001 წლის 30 მაისის ბრძანებულების შესაბამისად ყოველწლიურად, სექტემბრის პირველ კვირაში საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს ნავთობის და გაზის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული დღე.

სხვა სიახლეები