კორპორაციამ წარმატებით განახორციელა 2012 წლის გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირებასს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ 2012 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორ

20 აპრილი, 2016

სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ 2012 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა.

ახალი ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა 2016 წლის 19 აპრილს. ფასიანი ქაღალდების ვადიანობა შეადგენს 5 წელს (დაფარვის თარიღი 2021 წლის 26 აპრილი), შემოსავლიანობა - 7,00%-ს, ხოლო გადასახდელი წლიური საპროცენტო განაკვეთი, ე.წ. “კუპონი“ – 6,75 %-ს. ევროობლიგაციების განთავსებას წინ უსწრებდა“ როუდ შოუები“ დიდ საფინანსო ცენტრებში, რომელიც კორპორაციის მენეჯმენტმა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გამართა.

ევროობლიგაციების რეფინანსირება საშუალებას მისცემს სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას” გააძლიეროს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაცია და ასევე ახალი კომბინირებული ციკლის თბოსადგურებისა და მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტების განვითარება.