კორპორაციამ ”SOS ბავშვთა სოფლი”-ს აღსაზრდელებს ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

04 ივნისი, 2013
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვთა სახლ ”SOS ბავშვთა სოფლი”-ს აღსაზრდელებისათვის სადღესასწაულო ღონისძიება გამართა.

კორპორაციის მოწვევით, გასართობ ცენტრ ”ნევერ ლენდი”-ს ზღაპრის გმირებმა ბავშვთა სახლში სპეციალური გასართობი პროგრამა წარმოადგინეს. აღსაზრდელები ჩაერთნენ სხვადასხვა სახის თამაშებში, კორპორაციის თანამშრომლებმა კი ბავშვებს ტკბილეული და წვენები მოუტანეს