კორპორაციამ საჯარო განხილვები გამართა

13 სექტემბერი, 2012
სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ელექტროენერგეტიკის და გაზის ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში ,,აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის IV ეტაპის” გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გამართა.


,,გორი-ქარელის” მონაკვეთზე მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის გზშ-ს განხილვა ხაშურსა და გორში, ,,ზესტაფონი-ქუთაისის’’ მონაკვეთზე გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის გზშ-ს განხილვა კი ბაღდათში, ზესტაფონსა და თერჯოლაში გაიმართა.


ელექტროენერგეტიკის და გაზის ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს, ,,გორი-ქარელის” მონაკვეთზე 51 კმ სიგრძის, ,,ზესტაფონი-ქუთაისის’’ მონაკვეთზე კი, 23 კმ სიგრძის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

სხვა სიახლეები