კორპორაციამ საგარეჯოსა და გარდაბანში საჯარო განხილვები გამართა

05 ივლისი, 2013
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ საგარეჯოსა და გარდაბანში მაგისტრალური გაზსადენის რუსთავი-საგარეჯოს მონაკვეთზე 25 კმ სიგრძის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვები გამართა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუსთავი-საგარეჯოს 25 კმ სიგრძის გაზსადენის მონაკვეთი რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის ნაწილია.