კორპორაციამ საერთაშორისო კონფერენციაში „კასპიის ნავთობი და გაზი“ მიიღო მონაწილეობა
09 ივნისი, 2014
ბაქოში 3-6 ივნისს XXI საერთაშორისო გამოფენა-კონფერენცია „კასპიის ნავთობი და გაზი“ (Caspian Oil and Gas) გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამაც მიიღო, სადაც სიტყვით კორპორაციის გენერალური დირექტორი წარსდგა.
დავით თვალაბეიშვილმა თავის სიტყვაში „შაჰ-დენიზის“ მეორე ფაზის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო პროექტებზე, რეგიონისთვის აზერბაიჯანის როლსა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციებზე გაამახვილა ყურადღება.
კონფერენცია აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა, რომლის განცხადებითაც ყოველწლიურად იზრდება გამოფენაზე წარმოდგენილ კომპანიათა რიცხვი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და იმაზე მიანიშნებს, რომ აზერბაიჯანი საკუთარ ენერგეტიკულ შესაძლებლობებს წლიდან წლამდე ზრდის.
გამოფენა-კონფერენციაში წელს 402 კომპანია მონაწილეობდა 29 ქვეყნიდან, მათ შორის კომპანიები SOCAR, BP, Statoil, TPAO, Lukoil. ყოველწლიური კონფერენცია პირველად 1994 წელს „„საუკუნის კონტრაქტის“ ხელმოწერამდე გაიმართა. „საუკუნის კონტრაქტს“, რომელიც კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში სამი მსხვილი საბადოს - „აზერი“, „ჩირაგი“ და „გიუნეშლი“ ერთობლივ დამუშავებას ეხებოდა, ხელი 1994 წლის 20 სექტემბერს 8 სახელმწიფომ მოაწერა ხელი.
ბაქოში ვიზტისას სნგკ-ის დელეგაციის წევრებმა აზერბაიჯანის ექს-პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკეს.