კორპორაციამ მაგისტრალური გაზსადენის 10 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა

24 თებერვალი, 2010
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ წითელი ხიდი-საგურამოს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 10 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო განცხადებების მიღება კორპორაციაში 14 მარტს დასრულდება. აღნიშნული პროექტის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს.

წითელი ხიდი-საგურამოს 80კმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ბუნებრივი გაზის მოწოდების წყაროების დივერსიფიკაციას. პროექტის ფარგლებში, გარდაბანი-ნავთლუღის 30კმ მონაკვეთი 2006 წელს აშენდა, ხოლო 10 კმ-იანი მონაკვეთი 2010 წელს.

სხვა სიახლეები