კორპორაციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის (რეაბილიტაცია) მშენებლობის მე-IV ფაზის ფარგლებში ტენდერები გამოაცხადა
31 ივლისი, 2013
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის (რეაბილიტაცია) მშენებლობის მე-IV ფაზის ფარგლებში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ზესტაფონი-ქუთაისის 23 კმ-იანი და გორი-ქარელის 20 კმ-იანი მონაკვეთების რეაბილიტაცია-მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა.
დაინტერესებული, პოტენციური პრეტენდენტებისთვის ჩასატარებელი სამუშაოების ადგილმდებარეობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ობიექტის მონახულებას განახორციელებს.
ობიექტის მონახულება იგეგმება წინადადების მიღების დაწყებამდე ორი კვირით ადრე, 2013 წლის 2 სექტემბერს. სატანდერო წინადადებების მიღება 16 სექტემბერს დაიწყება და 20 სექტემბერს გაიხსნება.
კორპორაცია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ ან იურიდულ პირს.
პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.