კორპორაციამ 23 ათას ტონამდე ნედლი ნავთობის გასაყიდად აუქციონი გამოაცხადა

20 იანვარი, 2014
სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია”-მ 23 ათას ტონამდე ნედლი ნავთობის ექსპორტზე გასაყიდად აუქციონი გამოაცხადა და მასში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.

კორპორაციას გასაყიდად გამოაქვს Georgian Light ტიპის ნავთობი 18 ათასი ტონა და Georgian Heavy ტიპის ნავთობი - 5 ათასი ტონა.

აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია კორპორაციის საბანკო ანგარიშზე წინასწარ ჩარიცხოს 50 ათასი აშშ დოლარი ან ამ თანხის ექვივალენტური ოდენობა ლარებში.

აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება კორპორაციის მიერ წარმოდგენილი დისკაუნტის 9,3 აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 0,2 აშშ დოლარის ბიჯით შემცირებით.

გამარჯვებულად გამოცხადდება აუქციონში მონაწილე, რომელიც ერთი ბარელი ნავთობის ყიდვისათვის კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით ნაკლებ დისკაუნტს.

აუქციონში მონაწილეობის მსურველმა განაცხადი აუქციონის პირობებზე თანხმობის და მონაწილეობის თაობაზე კორპორაციაში უნდა წარმოადგინოს 2014 წლის 20 თებერვლის 15:00 საათამდე.

სხვა სიახლეები