კორპორაციამ 2 მლნ მ3 გაზის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა

15 მაისი, 2015
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ 2 მლნ. კუბ. მეტრ, ხელმისაწვდომ გაზზე აუქციონი გამოაცხადა და მასში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.

აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება ათას კუბურ მეტრ გაზზე კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის 310 (დღგ-ს გარეშე) აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 5 აშშ დოლარის ბიჯით გაზრდით.

აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება მონაწილე, რომელიც ათასი კუბური მეტრი გაზის შესაძენად კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტ ფასს.

აუქციონში მონაწილეობის მსურველმა საჭირო დოკუმენტაცია კორპორაციაში უნდა წარმოადგინოს 2015 წლის 21 მაისს 16:00 საათამდე. აუქციონი ჩატარდება 2015 წლის 21 მაისს 17:00 საათზე, კორპორაციის ადმინისტრაციულ შენობაში.