კორპორაცია კრწანისის №39 საბადოზე მოპოვებულ გაზს ყიდის

05 მარტი, 2014
სს ”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” კრწანისის #39 ჭაბურღილიდან 1 წლის განმავლობაში მოპოვებული ხელმისაწვდომი, მომყოლი გაზის რეალიზების მიზნით აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება ათას კუბ. მ. გაზზე კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის (დღგ-ს გარეშე), 270 აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 5 აშშ დოლარის ბიჯით გაზრდით.

აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება მონაწილე, რომელიც ათასი კუბ. მ. გაზის შესაძენად კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით მაღალ ფასს.

აუქციონი ჩატარდება 2014 წლის 13 მარტს, სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” ადმინისტრაციულ შენობაში.

სხვა სიახლეები