კომპანია "სარმატიამ" ევროაზიური დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება დაამტკიცა.

27 აპრილი, 2009
ნავთობსადენ "ოდესა-ბროდის" ბაზაზე ევროაზიური ნავთობსატრანსპორტო დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება დამტკიცებულია.

შესაბამისი გადაწყვეტილება ერთობლივი საწარმო "სარმატიას" აქციონერთა საბჭომ 24 აპრილს მიიღო.

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, "სარმატიას" დაკვეთით, კომპანია Granherne Limited-მა იმუშავა პარტნიორებთან Purvin&Gertz და Greengate LLC-თან ერთად.

დასაბუთებაში გაანალიზებულია პროექტის რეალიზაციის ტენიკური, ეკონომიკური და საბაზრო ასპექტები, წარმოდგენილია რეკომენდაციები პროექტის დაფინანსებასა და სტრუქტურის მართვასთან დაკავშირებით.

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთება ადასტურებს პროექტის ტექნიკურ შესაძლებლობებს, ეკონოომიკურ მიზანშეწონილობასა და მის კონკურენტუნარიანობას.

როგორც აქციონერთა შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დამტკიცება პროექტის უახლოეს მომავალში ბრიუსელში პრეზენტირების საშუალებას იძლევა.

ოდესა-ბროდი-პლოცკი-გდანსკის პროექტის მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებმა 2007 წლის 11 მაისს კრაკოვოში, ხოლო მინისტრებმა 5ივნისს გდანსკში ხელი მოაწერეს კომუნიკეს, რომლითაც კასპიური ნავთობის ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირებისთვის დერეფანის შექმნას დაუჭირეს მხარი. პროექტი "ოდესა-ბროდი" უკრაინამგასული საუკუნის 90-იან წლებში მოამზადა. პროექტის მიზანს თავიდანვე ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში კასპიური ნავთობის ტრანსპორტირება წარმოადგენდა. ნავთობსადენი "ოდესა-ბროდი"ოფიციალურად 2001 წლის აგვისტოში გაიხსნა. 2003 წლის მაისშიუკრაინამ, პოლონეთმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას,რომელშიც მხარი დაუჭირეს კასპიური ნავთობის "ოდესა-ბროდის"მილსადენით ტრანზიტს, ასევე მის გაგრძელებას პლოცკამდე, საიდანაცნავთობი უკვე არსებული ნავთობსადენით გდანსკამდე უნდა მისულიყო.

სხვა სიახლეები