კასპში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება

23 ივლისი, 2014
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ მაგისტრალური გაზსადენის „საგურამო-ქუთაისის“ კასპის განშტოებაზე, მდინარე ლეხურას წყალქვეშა გადასასვლელის რეკონსტრუქციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვას გამართავს.

საჯარო განხილვა გაიმართება კასპის მუნიციპალიტეტში 12 სექტემბერს. საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვებ-გვერდზე და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებებისა და შენიშვნებისათვის შესაძლოა მიმართონ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ 2014 წლის 6 სექტემბრამდე.