სს ”ნამახვან ჰესების კასკადმა” წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში ხიდის კონსერვაცია დაიწყო

21 მარტი, 2013
”მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტის რეკომენდაციების და დასკვნების საფუძველზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობისათვის საჭიროა საფუძვლიანი საინჟინრო, ეკოლოგიური, კულტურული და სოციალური კვლევების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ ნამახვანის პროექტის გაგრძელება იქნება უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ეკოლოგიური და სოციალური ზიანი შეიძლება მიაყენოს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ხიდების კონსერვაციის შესახებ, რისი ღირებულებაც წარმოადგენს 118 000 ლარს, იმ დრომდე სანამ არ ჩატარდება ზემოთ აღნიშნული სამუშაოები”, - განაცხადა ნამახვან ჰესების კასკადის დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შვილობილმა კომპანიამ სს „ნამახვან ჰესების კასკადმა“ 2012 წლის ზაფხულში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ფარგლებში მდინარე რიონზე დაიწყო ხიდების მშენებლობა. ხიდები თავის შინაარსით წარმოადგენენ მთლიანად ჰესის მშენებლობის განუყოფელ ნაწილს და მისი მთავარი ფუნქცია იყო ჰესის მშენებლობისათვის აუცილებელი არაგაბარიტული და მძიმე წონიანი ტვირთების ტრანსპორტირება. აღნიშნული ხიდის მშენებლობა საკმაოდ ძვირადღირებულია და მათი ფასი წარმოადგენს 8 000 000 ლარს. ამ ეტაპისთვის შესრულებლი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 3 500 000 ლარს და მის დასრულებისათვის საჭიროა 4 500 000 ლარის დახარჯვა.