ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ გაზს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია შეიძენს

11 მაისი, 2012
“საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებული ხელმისაწვდომი გაზი გაყიდა. 2 მილიონი კუბური მეტრი გაზი საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ აუქციონის წესით 255 დოლარად შეიძინა.

აუქციონში მონაწილეობის სურვილი ორმა კომპანიამ - საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ და კომპანია ”აგაასმა” გამოთქვა.

მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართა ათას კუბურ მეტრ გაზზე კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის 245 აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 5 აშშ დოლარის ბიჯის გაზრდით. სხვა მონაწილესთან შედარებით მეტი ფასი - 255 დოლარი საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ დაასახელა.

კორპორაციამ გაზის გაყიდვაზე აუქციონი 2012 წლის 8 მაისს გამოაცხადა.