ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის მეორე ფაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

10 აპრილი, 2008
ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის მეორე ფაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას "საქართველოს ათასწლეულის ფონდი" გამოავლენს.
შესყიდვა რამდენიმე ლოტად ჩატარდება:
ლოტი 1: ყაზახ-საგურამოს 1020 მმ-იანი გაზსადენის 3,6 კმ კოროზირებული მონაკვეთის შეცვლა და ყარადაგ-თბილისის 720 მმ-იან და ყაზახ-საგურამოს 1020 მმ-ან გაზსადენებს შორის არსებული 3,6 კმ 720 მმ-იანი კოროზირებული შემაერთებელი ხაზის შეცვლა;
ლოტი 2: მდინარე დუშეთისხევის კალაპოტში მიწაყრილის მოწყობა და მის შენაკადთან ეროზიისაგან დაცვა. ასევე, მდინარის ცხვედიეთის კალაპოტში მილსადენის გადაკვეთის შესანარჩუნებლად მიწაყრილის მოწყობა;
ლოტი 3: მილსადენის გასხვისების დერეფნის გადამკვეთ ნაკადებზე ორი წყალგამშვები მილის მოწყობა გაზსადენის გასწვრივ მისვლის შესაძლებლობის შესანარჩუნებლად და მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირის გასამაგრებელი სამუშაოები ეროზიის დასაცავად. სამუშაოები გაზსადენის 2 კმ-იანი მონაკვეთის გასწვრივ განხორციელდება;
ლოტი 4: მდინარე გლდანულასთან 1020 მმ-იანი გაზსადენის მიწისქვეშა გადაკვეთის შეცვლა და ამავე მონაკვეთზე სხვადასხვა მახასიათებლების მქონე ცხრა სოლისებური ონკანის შეცვა. გარდა ამისა. ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია ჟინვალის წყალსაცავში ნაწილობრივ წყალქვეშ მოქცეული ონკანი მოხსნას.
საერთაშორისო ტენდერი "ათასწლეულის განვითარების კორპორაციის" (აშშ) მიერ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში გამოაცხადა. საქართველოს მთავრობისა და "ათასწლეულის განვითარების კორპორაციის" შორის 2005 წლის 12 სექტემბერს შეთანხმება გაფორმდა და საქართველომ 295,3 მლნ. აშშ დოლარი მიიღო.
ტენდერში მონაწილეობის შესახებ წინადადებები "საქართველოს ათასწლეულის ფონდში" დალუქულ კონვერტებით მიიღება. წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2008 წლის 27 მაისის 18:00 საათი.