ინოგეიტის სემინარები გაზსადენის მთლიანობის თანამედროვე მეთოდების გამოყენების თემაზე დაგეგმილია 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში

30 სექტემბერი, 2013
ინოგეიტის ტექნიკური სამდივნო, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის თხოვნის საფუძველზე ექსპერტთა სპეციალურ ჯგუფთან ერთად, ჩაატარებს სამ ტექნიკურ სემინარს გაზსადენის შეფასებისა და მშენებლობის თემაზე. სემინარები ჩატარდება საქართველოში, ქალაქ თბილიში, შემდეგი განრიგით:

მშენებლობის ზედამხედველობა, მილსადენის გამოცდა და ექსპლუატაციაში გაშვება 1-4/10/2013;
კათოდური დაცვის სისტემის პროექტირება საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით 8-11/10/2013;
დაგეგმვა, მომზადება და შეფასების პირდაპირი ტექნიკის გამოყენება, იმ მილსადენებისთვის სადაც არ ხდება ინსპექტირების დგუშის გამოყენება 29/10-1/11/ 2013;
ინოგეიტის ტექნიკური სამდივნოს ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს დახმარება გაუწიოს პარტნიორ ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირების სისტემების განვითარებასა და რეაბილიტაციას, ევროპული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს გაზმომარაგების სისტემის საიმედოობასა და გაზის დანაკარგის მინიმუმამდე შემცირებას.

სემინარების მიზანი არის გააცნოს პარტნიორ ქვეყნებში მოღვაწე ნავთობის ორგანიზაციებს არსებული და ახალი მილსადენების პროექტირების, მასალათა შესყიდვის, დამონტაჟების, ექსპლუატაციისა და კათოდური დაცვის საერთაშორისო სტანდარტები. რათა გამოავლინდეს და შეიცვალოს საბჭოთა პერიოდის მილსადენების დაზიანებული მონაკვეთები შეფასების პირდაპირი მეთოდის გამოყენებით. სემინარი აგრეთვე შეეხება ახლადაშენებული მილსადენების ტესტირების საერთაშორისო სტანდარტს, რაც უზრუნველყოფს მშენებლობის ხარისხის გაუმჯობესებას და უსაფრთხო გაზიმომარაგებას.