2010 წელს სამხრეთ-კავკასიური მილსადენით 4355.6 მლნ კუბური მეტრი აირის ტრანზიტი განხორციელდა

18 იანვარი, 2011
სამხრეთ-კავკასიური მილსადენით (SCP) თურქეთში შაჰ-დენიზის საბადოდან 2010 წელს 4355,6 მლრდ. კუბური მეტრი აირის ტრანზიტი განხორციელდა. 2009 წელს ამავე მილსადენით გატარებულმა მოცულობამ 4787.9 მლნ კუბური მეტრი შეადგინა.

ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით ამავე პერიოდში სომხეთში ტრანსპორტირებულია 1440.0 მლნ კუბური მეტრი აირი, რაც 12%-ით ნაკლებია 2009 წელს ტრანსპორტირებულ გაზთან შედარებით.