კორპორაცია საჯარო განხილვებს გამართავს

14 მაისი, 2013
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მაგისტრალური გაზსადენის რუსთავი-საგარეჯოს მონაკვეთზე 25 კმ სიგრძის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვებს გამართავს.

განხილვა მიმდინე წლის 3 ივლისს საგარეჯოში, 4 ივლისს კი - გარდაბანში გამართება. დაინტერესებულმა პირებმა, წინადადებები და შენიშვნები ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მიმდინარე წლის 29 ივნისამდე უნდა წარმოადგინონ.

რუსთავი-საგარეჯოს მონაკვეთის 25 კმ სიგრძის გაზსადენის მონაკვეთი რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის ნაწილია.