კორპორაციამ სამშენებლო კომპანიის შერჩევის მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა

28 ივნისი, 2010
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ "სენაკი-ფოთის" DN700მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 30 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის ოთხ ლოტად შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. პროექტის განხორციელების ბოლო ვადაა 2010 წლის 15 დეკემბერი.

დაინტერესებულმა პირებმა (სატენდერო დოკუმენტაციის გატანის შემდგომ) ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე შედგენილი სატენდერო წინადადება და საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა წარადგინონ დახურულ კონვერტში 30 ივნისიდან 26 ივლისის ჩათვლით.

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, დამატებითი ინფორმაციის მიღება კი შესაძლებელია კორპორაციის სატენდერო კომისიის აპარატში. სატენდერო წინადადებები გაიხსნება 27 ივლისს, 16:00 საათზე.

მაგისტრალური გაზსადენის სენაკი-ფოთის მონაკვეთის მშენებლობისმიზანია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებისხელშეწყობა. კერძოდ, ინდუქტრიულ ზონაში დაგეგმილია შავი ზღვისსანაპიროზე გათხევადებული ბუნებრივი გაზის საწარმოს მშენებლობა,რაც საქართველოს სხვადასხვა წყაროდან მიღებული ბუნებრივი გაზისექსპორტის შესაძლებლობას მისცემს. კორპორაცია მაგისტრალურიგაზსადენის სენაკი-ფოთის 700 მმ დიამეტრის დაახლოებით 27 კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობას გეგმავს.

პროექტის განხორციელება იგეგმება აშშ-ს საერთაშორისო განვითარებისსააგენტოს (USAID) მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილიგრანტის ფარგლებში.