კორპორაციამ გაზის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა

10 ნოემბერი, 2014
სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია”-მ ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებული გაზის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა.

კორპორაციას გასაყიდად გამოაქვს ორი მილიონი კუბური მეტრი ხელმისაწვდომი გაზი და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს. აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება ათას კუბურ მეტრ გაზზე კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის (დღგ-ს გარეშე) 305 აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 5 აშშ დოლარის ბიჯით გაზრდით. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება აუქციონში მონაწილე, რომელიც ათასი კუბური მეტრი გაზის შესაძენად კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტ ფასს.

აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა საჭირო დოკუმენტაცია კორპორაციაში უნდა წარმოადგინოს 2014 წლის 17 ნოემბერს 16:00 საათამდე.