GIOGIE 2010 დღეს სასტუმრო "რედისონში" გაიხსნა

24 მარტი, 2010
ყოველწლიური ნავთობის, გაზის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის საერთაშორისო კონფერენცია GIOGIE 2010 დღეს სასტუმრო "რედისონში" გაიხსნა.

კონფერენციაზე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე და არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების მოადგილეებმა, კომპანია SOCAR-ის დირექტორმა, USAID-ის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ოფისის ხელმძღვანელმა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას კონფერენციაზე წარმოადგენა მრჩეველმა თეიმურაზ გოჩიტაშვილმა, რომელმაც კორპორაციის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე პრეზენტაცია წარადგინა.

კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობს გამოფენა, რომელშიც რამდენიმე ენერგეტიკული კომპანია სტენდით არის წარმოდგენილი.
მე-9 საერთაშორისო კონფერენცია-გამოფენა ორ დღეს გაგრძელდება.