საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ბუნებრივი გაზის გაყიდვაზე აუქციონი გაიმართა

25 აპრილი, 2019
17 აპრილს სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ ბუნებრივი გაზის გაყიდვაზე აუქციონი გაიმართა.

კორპორაციას სარეალიზაციოდ ბუნებრივი გაზის სხვადასხვა მოცულობები 17 ლოტად ჰქონდა გამოტანილი.

აუქციონში მონაწილე 16 კომპანიიდან 8 გამარჯვებული გამოვლინდა.

აუქციონზე გამოტანილი ბუნებრივი გაზი სრული მოცულობით გაიყიდა.