საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ახალი შვილობილი კომპანია ჰყავს

03 თებერვალი, 2012
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ახალი შვილობილი კომპანია ყავს - ს/ს ნამახვან ჰესების კასკადი, რომელიც ამ ჰესების დაპროექტება-მშენებლობაზე იმუშავებს.

ნამახვან ჰესების კასკადი მდინარე რიონზე აშენდება. მისი დადგმული სიმძლავრე 450 მეგავატი იქნება. კასკადი გააერთიანებს 3 ჰესს: 100-მეგავატიან ტვიშიჰესს, 250- მეგავატიან ნამახვანჰესს და 100-მეგავატიან ჟონეთიჰესს.

პროექტის განხორციელება უახლოეს ხანებში დაიწყება.