”ქუთაისი-აბაშის” 47 კმ-იანი სიგრძის გაზსადენზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა დასრულდა

12 ივლისი, 2013
სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" ”ქუთაისი-აბაშის” 47 კმ-იანი სიგრძის გაზსადენზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა დაასრულა. გაზსადენის მშენებლობისათვის საჭირო გახდა მდინარე რიონის ქვეშ გაზსადენის მილის გატარება. ამ მიზნით, კორპორაციამ პირველად დახრილ მიმართველი ბურღვის მეთოდი გამოიყენა. 550 მეტრი სიგრძის მიწისქვეშა გადასასვლელში 700 მმ მილმა გაიარა.

სამუშაოები ერთობლივმა საწარმო ”საქმილსადენმშენი და პიი სიტ ნეფთეგაზსტროიიზოლაცია უკრაინამ” აწარმოა.

მაღალი წნევის გაზსადენის ”ქუთაისი-აბაშის” 47 კმ-იანი სიგრძის გაზსადენის მშენებლობა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. მშენებლობა 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და, სავარაუდოდ, 2013 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტი ხორციელდება USAID-ის ხელშეწყობით.