კორპორაციამ გაზის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა

18 თებერვალი, 2014
სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” 2 მლნ. კუბ. მ. ხელმისაწვდომი გაზის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა და მასში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.

აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება ათას კუბ. მ. გაზზე კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის (დღგ-ს გარეშე), 305 აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 5 აშშ დოლარის ბიჯით გაზრდით. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება მონაწილე, რომელიც ათას კუბ. მ. გაზის შესაძენად კორპორაციას სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტ ფასს შესთავაზებს.

აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია კორპორაციის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხოს 50 ლარი აუქციონში მონაწილეობის ბილეთის შესაძენად.

აუქციონი ჩატარდება 2014 წლის 27 თებერვალს 17:00 საათზე სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ადმინისტრაციულ შენობაში.