თბილისში ენერგეტიკული კონფერენცია “ნავთობი, გაზი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა” GIOGIE -2015 გაიმართა
26 მარტი, 2015
საქართველოს ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის (GIOGIE) რიგით მე 14-ე საერთაშორისო კონფერენცია სასტუმრო „რედისონში“ დასრულდა.
კონფერენცია ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გახსნა. კონფრენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა.
კონფერენციის ფარგლებში განიხილეს „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტის მიმდინარეობა და პერსპექტივები. აღნიშნულ პროექტში საქართველო სტრატეგიული სატრანზიტო პარტნიორის როლს ასრულებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში ბიზნესგარემო და ინვესტიციების განხორციელება.
ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ენერგეტიკული ორგანიზაციების, ამერიკის საერთაოშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს ენერგეტიკული განვითარების ფონდის, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლებმა.
რიგით მე 14-ე საერთაშორისო კონფერენცია 25 მარტს გაიხსნა.