საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა სამგორის სამხრეთ თაღის საბადო და ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახური მოინახულა

19 ნოემბერი, 2025

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა სამგორის სამხრეთ თაღის საბადო და ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახური მოინახულა.

სამგორის სამხრეთ თაღი ნავთობმომპოვებელი სარეალიზაციო ფართობია, რომელსაც ოპერირებას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია უწევს.
ნავთობის პირველადი დამუშავების ობიექტი კი ინვესტორ კომპანიებს ემსახურება და  „სამხრეთ თაღის“, „პატარძეულის“, „თელეთის“, „დასავლეთ რუსთავის“ საბადოებიდან მოპოვებული ნავთობის (ფლუიდის) შეგროვებას, დამუშავებას, რეზერვუარებში შენახვასა და განაწილებას უზრუნველყოფს.

 

ეკატერინე სისაურმა, ორივე ობიექტის გამართულ ფუნქციონირებაზე, ტექნიკური გუნდის ანგარიში მოისმინა.