გაზსაცავის წინასაპროექტო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული კომპანია "რამბოლის' წარმომადგენლებთან სასტარტო შეხვედრა გაიმართა

21 იანვარი, 2010
გაზსაცავის წინასაპროექტო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული კომპანია "რამბოლის" წარმომადგენლებთან სასტარტო შეხვედრა დღეს სასტუმრო "მარიოტ თბილისში" გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს ათასწლეულის ფონდის, კომპანია "Ramboll Oil & Gas"-სა და მისი კონტრაქტორი კომპანია "КBB"-ს მენეჯერები, აგრეთვე, ქართველი, დანიელი და გერმანელი ექსპერტები.

შეხვედრაზე "Ramboll Oil & Gas"-მა და "КBB"-მ პრეზენტაციები წარმოადგინეს. "რამბოლის" პროექტის დირექტორმა ნილს რინგემ მონაწილეებს გაზსაცავის დაპროექტებისა და შესწავლის გეგმა, შესწავლის მეთოდოლოგია გააცნო.

მიწისქვეშა გაზსაცავის წინა-სამშენებლო დაპროექტების სამუშაოებისგანხორციელებაზე კონტრაქტი კომპანია "Ramboll Oil & Gas" -თანათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2009 წლის 29 დეკემბერს გააფორმა. დაახლოებით 3,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულებამიწისქვეშა გაზსაცავის წინა-სამშენებლო დაპროექტების სამუშაოებისშესრულებას ითვალისწინებს, რომლებიც მოიცავს საქართველოშიგაზსაცავის მშენებლობისთვის საჭირო სრულმასშტაბიან ტექნიკურ,გეოლოგიურ, გარემოსდაცვით, ეკონომიკურ, ფინანსურ, საკანონმდებლოდა სხვა შესაბამისი საკითხების კომპლექსურ ანალიზსა და შესწავლას.აღნიშნული სამუშაოები 12 თვეს გასტანს.

კორპორაცია გაზსაცავის წინა-სამშენებლო დაპროექტების სამუშაოებისმართვასა და ზედამხედველობას საქართველოს ნავთობისა და გაზისკორპორაცია განახორციელებს.