სომხეთში გაზის ტრანზიტი შეწყდება

08 ივნისი, 2012
ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენზე, საგურამოსთან, ცოტა ხნის წინ გაზის გაჟონვა დაფიქსირდა. ამ მიზეზით, დღეს 19:00 საათიდან რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში გაზის ტრანზიტი შეწყდება.

აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს გაზსადენის ოპერატორი - ”საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”. სომხეთში გაზის ტრანზიტი, სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

საქართველოს გაზმომარაგებაში, სომხეთში გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო, პრობლემები არ შეიქმნება.