სომხეთში გაზის ტრანზიტი შეწყდა

08 აგვისტო, 2013

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია და ”არმროსგაზპრომის” წარმომადგენლები ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენზე, სომხეთ-საქართველოს საზღვართან, გაზის ონკანებს ცვლიან. გაზსადენზე ექვსი ონკანი შეიცვლება.

სომხეთის გაზმომარაგება ხვალ, 9 აგვისტოს საღამოს აღდგება.

საქართველოს გაზმომარაგებას, სომხეთში გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო, პრობლემები არ შეექმნება.