სომხეთში გაზის ტრანზიტი ტესტურ რეჟიმში განახლდა

13 მარტი, 2012
სომხეთში გაზის ტრანზიტი ტესტურ რეჟიმში დღეს 16:00 საათზე განახლდა. მაგისტრალური გაზსადენის ოპერატორმა - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სამუშაოები დაასრულა.

ყაზახი-საგურამოს 1000 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 114-ე კმ-ზე, მამკოდის დასახლებასთან ავარია ათ მარტს დაფიქსირდა. ადგილზე არსებული მეწყერის გააქტიურებამ მილსადენის დაზიანება გამოიწვია, რის გამოც სომხეთში გაზის ტრანზიტი დროებით შეწყდა.