სომხეთში გაზის ტრანზიტი დროებით შეწყდა

20 თებერვალი, 2012
ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის 65-ე კმ-ზე დღეს დილით გაზის გაჟონვა დაფიქსირდა, რის გამოც რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტი დროებით შეწყდა.

გაზსადენის ოპერატორი - ”საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებს. დაზიანებული მონაკვეთი დღეს ენერგეტიკის და ბუნებრივის რესურსების სამინისტროსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელებმა მოინახულეს.

მათი განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ხვალ სომხეთში გაზის ტრანზიტი აღდგება.

აღნიშნული გაზსადენი ბოლო დღეებში სომხური მხარის მოთხოვნით სრული დატვირთვით მუშაობდა, რის გამოც მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნულმა მონაკვეთმა დატვირთვას ვერ გაუძლო და გაზმა გაჟონა.