სომხეთში გაზის ტრანზიტი დროებით შეწყდა

21 აგვისტო, 2014
სომხეთში საქართველოს გავლით რუსული გაზის ტრანზიტი დროებით შეწყდა. დევდორაკის ხეობაში წუხელ ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩრდილოეთ-კავკასია-ამიერკავკასიის 1200მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ დაწყებულია დაზიანების ხარისხის გამოკვლევა, რომლის დადგენის შემდეგაც დაიწყება მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

დაზიანების შესახებ “არმროსგაზპრომი“ უკვე ინფორმირებულია.