გარდაბნის შერეული ციკლის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაზის ტურბინების მონტაჟი დაიწყო
12 ივნისი, 2014
230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე „General Electric“-ის გაზის ტურბინების მონტაჟი დაიწყო. მშენებლობის პროცესი მთავრობის წევრებმა, პარლამენტარებმა, თურქეთიდან მოწვეულმა სტუმრებმა და შესაბამისი დარგის ექსპერტებმა დაათვალიერეს. სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ სტუმრებისთვის პრეზენტაცია „გარდაბნის თბოსადგურის“ დირექტორმა ლაშა მგელაძემ წარადგინა.
გარდაბნის 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა რამდენიმე თვეა აქტიურად მინდინარეობას. თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა 2015 წლისთვისაა დაგეგმილი. თბოელექტროსადგურის პოტენციური გამომუშავება 1.8 მილიარდი კოლოვატსაათი იქნება და ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, იგი უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი: კორპორაცია გარდაბნის თბოელექტროსადგურში 51%-ის მფლობელია. როგორც დღეს შევიტყვეთ, სამუშაოები გრაფიკის წინმწრებით მიმდინარეობს, ჩამორჩენა არ გვაქვს, შესაბამისად, თბოელექტროსადგური გაისად წლის ბოლოსთვის შევა ექსპლუატაციაში, რომელიც დამატებით მნიშვნელოვან სიმძლავრეს შესძენს საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას; ეს ძირითადად, საქართველოს მოხმარდება, თუმცა, ზაფხულში თუ ჭარბი წარმოება იქნება, ექსპორტზეც გავა.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, თბოელექტროსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია გადასული, მოხდა გაზის ტურბინების წარმატებული და დროული ტრანსპორტირება სამშენებლო მოედანზე და დაიწყო მათი მონტაჟი, რაც ამ ტიპის პროექტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარია. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ კომპანიის 51%, ხოლო საპარტნიორო ფონდი 49% ფლობს. თბოელექტროსადგურის მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია - „ÇALIK ENERJİ“ ახორციელებს.