გარდაბანსა და თბილისში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება

02 ივლისი, 2014
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მდინარე ლოჭინზე, ყარადაღ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის II ხაზის გადასასვლელის რეკონსტრუქციას გეგმავს. პროექტთან დაკავშირებით სნგკ გარდაბანსა და თბილისში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვებს გამართავს. გარდაბნის მუნიციპალიტეტში საჯარო განხილვა 21 აგვისტოს, თბილისში კი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ოფისში - 22 აგვისტოს გაიმართება.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ხელმისაწვდომია სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ასევე სნგკ-ის ვებ-გვერდზე.

დაინტერესებულმა პირბემა წინადადებებისა და შენიშვნებისათვის წერილობით უნდა მიმართონ კორპორაციას 2014 წლის 16 აგვისტომდე.

სხვა სიახლეები