გარდაბანი-ნავთლუღის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის პირველ სარეაბილიტაციო უბანზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

20 სექტემბერი, 2007
მაგისტრალური გაზსადენის გარდაბანი-ნავთლუღის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში პირველ სარეაბილიტაციო უბანზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

19 ნოემბრის მდგომარეობით, სულ სამივე სარეაბილიტაციო უბანზე მილები შედუღებულია 27,8 კმ-ზე, გაზსადენის შედუღების ადგილები შემოწმებულია 27,8 კილომეტრზე, ტრანშეა გათხრილია 27,8 კმ-ზე, იზოლაცია ჩაუტარდა 27,8 კმ-ს, ტრანშეაში მილები ჩალაგებულია 27.3 კმ-ზე, ტრანშეაში ჩალაგებული მილები მიწით დაფარულია 23კმ-ზე, ხოლო გრუნტი თავის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა 21,8 კმ-ზე.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაციის სამივე უბანზე ნიადაგის ფენის მოხსნის სამუშაოები და მილების ობიექტზე განლაგება დასრულდა.

მაგისტრალური გაზსადენის გარდაბანი-ნავთლუღის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაკვეთით აზერბაიჯანული კომპანია "ნეფტეგაზტიკინტი" ახორციელებს. მილსადენის 30-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციით აღდგება გაზგამანაწილებელი სისტემის ძველი სტრუქტურული სქემა. პროექტის ფარგლებში ამჟამად მოქმედი 700 მმ-იანი გაზსადენის დერეფანში ადრე მოქმედი 500 მმ-იანი მილის ნაცვლად 700 მმ დიამეტრის ახალი ფოლადის მილსადენი აშენდება. "ნეფტეგაზტიკინტი" სამშენებლო კომპანიაა, რომელმაც საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის "ათასწლეურის გამოწვევა-საქართველოს" მიერ დაფინანსებული მაგისტრალური გაზსადენის ჩრდილოეთ ნაწილის 4 უბნის რეაბილიტაცია უკვე განახორციელა.

სხვა სიახლეები