გამწვანების აქცია ბევრეთში

28 აპრილი, 2017
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლები, დღეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივას - სოფ. ბევრეთში ტყის აღდგენის საგაზაფხულო აქციას შეუერთდნენ.

აქციის ფარგლებში კორპორაციის თანამშრომლებმა ეროვნულ სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ფიჭვისა და ნეკერჩხლის ნერგები დარგეს. სამინისტროს ინფორმაციით 2,4-ჰა ტერიტორია 11 850 ძირი ნერგით განაშენიანდება.

სოფელ ბევრეთში, 2015 წელს ხანძრის შედეგად განადგურდა 2,4 ჰა-ზე ხელოვნურად გაშენებული ფიჭვის ხეები. 2016 წელს ფართობი გაიწმინდა ნახანძრალი ნარჩენებისგან და მომზადდა ტყის აღდგენის პროექტი.

სხვა სიახლეები