კორპორაციას Fitch Ratings-მა „BB-" რეიტინგი მიანიჭა

27 აპრილი, 2012
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch Ratings სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას" „BB-" რეიტინგი მიანიჭა, რაც ქვეყნის სუვერენული რეიტინგის იდენტურია, რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურით" განუსაზღვრა.

Fitch Ratings-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
როგორც სარეიტინგო კომპანიის პრეს-რელიზშია აღნიშნული, კომპანიის მენეჯმენტი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს მთავრობასთან და მიუხედავად იმისა, რომ სააქციო საზოგადოების აქციების მინორიტარული წილის გაყიდვა იგეგმება, აქციების მაჟორიტარულ წილს მაინც სახელმწიფო შეინარჩუნებს.

”სახელმწიფომ ბოლო წლებში კომპანიას მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა გაუწია. Fitch Ratings-ის წამომადგენლებთან საუბრისას საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ კომპანიის ფინანსურ მხარდაჭერას სამომავლოდაც გააგრძელებს", - ნათქვამია Fitch Ratings-ის განცხადებაში.