ნავთობს კორპორაციისგან ”Extol Trading Limited” შეიძენს

28 თებერვალი, 2013
სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისაგან Georgian Light და Georgian Heavy ტიპის 23 500 ტონა ნავთობს ”Extol Trading Limited” შეიძენს.

ნავთობის გაყიდვის მიზნით აუქციონი კორპორაციაში 27 თბერვალს გაიმართა. აუქციონში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა და კორპორაციის მიერ წარმოდგენილი დისკაუნტი - 9,5 აშშ დოლარი, 0,2 აშშ დოლარის ბიჯით შემცირდა.

აუქციონი 20 ათასი ტონა Georgian Light და 3 500 ტონა Georgian Heavy ნავთობის გაყიდვაზე 13 თებერვალს გამოცხადდა.

საქართველოს ტერიტორია დაყოფილია სალიცენზიო ფართობებად (ე.წ. ბლოკები), სადაც ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს ინვესტორი კომპანიები ახორციელებენ. მათ სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვთ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, როგორც ნავთობის ეროვნული კომპანია, განკარგავს სახელმწიფოს წილ ნავთობს და ახდენს მის რეალიზაციას.