მდინარე ჩელთიზე 4-5 მგ/ვ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

02 მაისი, 2011
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შვილობილმა "საქართველოს მწვანე ენერგიის განვითარების" კომპანიამ ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში, მდინარე ჩელთიზე 4-5 მგვ ჰიდროელექტროსადგურის პროექტირებასა და მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია, ყველა დაინტერესებულ კომპანიას, რომელსაც შესაბამისი კვალიფიკაცია გააჩნია.

წინადადებების მიღება 23 მაისს დასრულდება, 29 მაისისათვის კი დაინტერესებულ კომპანიათა ნუსხა გამოქვეყნდება. გამარჯვებული კომპანია კი 25 ივლისს დასახელდება.

ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულმა კომპანიამ თვითონ უნდა უზრულნველყოს ჰიდროელექტროსადგურისათვის საჭირო კვლევითი, საინჟინრო და შესყიდვის სამუშაოები.

პროექტის ღირებულება, წინასწარი გათვლებით 5-6 მლნ აშშ დოლარია.