ენერგეტიკული კონფერენცია "ნავთობი, გაზი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" - GIOGIE-2014 გაიხსნა

26 მარტი, 2014
სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში“ დღეს XIII საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია "ნავთობი, გაზი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" - GIOGIE-2014 გაიხსნა.

კონფერენცია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა.

დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, კონფერენცია, რომელიც უკვე მე-13 წელია ტარდება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ნავთობის, გაზის და ენერგეტიკის სფეროში, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთობების გაღრმავებას ადგილობრივ და ინვესტორ კომპანიებს შორის. როგორც დავით თვალაბეიშვილმა აღნიშნა, ენერგეტიკული კონფერენცია "ნავთობი, გაზი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" წლების მანძილზე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მხარდაჭერით ტარდებოდა და სნგკ მის მხარდაჭერას კვლავაც გეგმავს.

გაზის სამხრეთ დერეფანი, საქართველოს ენერგოსექტორის წინაშე არსებული გამოწვევები, ინფრასტრუქტურის განვთარების პერსეპქტივები ის საკითხებია, რომლებზეც კონფერენციის ფარგლებში იმსჯელებენ.

კონფერენციას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ენერგოსექტორში მომუშავე კომპანიები და ექსპერტები დაესწრებიან. ორდღიან კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგებიან სნგკ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მრჩეველი თემურ გოჩიტაშვილი და კორპორაციის მთავარი გეოლოგი სოსო ღუდუშაური.

XIII საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენცია "ნავთობი, გაზი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" - GIOGIE-2014 ხვალ, 27 მარტს დასრულდება